logo
ENG



სესიაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ვერანაირად ვერ დავუკავშირებ ამას არჩევნებს

07 ოქტ 202014:54
3 წუთის საკითხავი
 
764z66joh2b9ft8.jpg

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გარეჯის საქმეზე დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ამას "არჩევნებს ვერანაირად ვერ დაუკავშირებს". დღეს, 7 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბარში სეიაშვილმა განაცხადა, რომ ესაა სახელმწიფო ინტერესი, რაც ყოველ დღე დღის წესრიგში დგას.

"ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობაა. საკითხს, რომელსაც ვიხილავთ, მე ვერანაირად ვერ დავუკავშირებ არჩევნებს, რადგან ქვეყანაში არჩევნები ბევრჯერ ტარდება. როცა ვსაუბრობთ სახელმწიფო ინტერესებზე, ეს დღის წესრიგში დგას ყოველდღე", - ამბობს დეპუტატი. 

დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.


close დახურვა