უკიდურესი გაჭირვებისა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღებული კრედიტები და ქუჩაში დარჩენილი ბავშვები. გასული კვირას საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა - სახელმწიფო ერთი ოჯახის წინააღმდეგ. აღსრულების პოლიცია, საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური ერთიანი ძალებითა და იძულების წესით ხატიაშვილების ოჯახში შეიჭრნენ. გამოსახლების მძიმე კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია, ოჯახის თითქმის ყველა წევრზე ბინაში და გარეთ შეკრებილ აქტივისტებთან. გამოსახლების ამ მძიმე სურათს ისიც ამძიმებს, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 20 ადამიანი დააკავეს - ორი პატიმრობაში დატოვეს. მომდევნო დღეებში თბილისში კიდევ 2 გამოსახლება იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად ორივე ოჯახის ქუჩაში გამოყრა, გაურკვეველი ვადით გადაიდო. შესაძლოა, ხელისუფლების უკან დახევა საზოგადოების აქტიურობასა და პროტესტს უკავშირდებოდეს.
სესხებს შეწირული ცხოვრება
27 იან 202419:52
3 წუთის საკითხავი