საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება.
გავრცელებულ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ევროპული ინტეგრაციის შეჩერება ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზნებს.
სეუს სტუდენტები და თანამშრომლები გმობენ ძალადობას პოლიციის მხრიდან.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) თანამშრომლები და სტუდენტები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება საფრთხეს უქმნის ყველა, მათ შორის, განათლების სფეროს თავისუფლებას. მიმდინარე მოვლენები მკვეთრად გასცდა პოლიტიკურ პროცესებს და იქცა ჩვენი ერისა და სახელმწიფოს მომავლის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს პროცესად.
ევროპული ინტეგრაციის შეჩერება ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზნებს.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია განათლება. მივიჩნევთ, რომ ჩვენი ვალია, დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და არჩევანის თავისუფლება.
ასევე, ვგმობთ ძალადობას, რომელსაც მიმართავენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეების მიმართ, რომელთა შორისაც არიან ჩვენი სტუდენტები და ლექტორები.
გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ხარისხიანი განათლებისა და თანაბარი შესაძლებლობების გარანტი"- ნათვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 520-ზე მეტი ადამიანი. ხელმომწერთა რაოდენობა განახლებადია.