logo
ENG



სვანაძე:წულუკიანი და საჯარო რეესტრი არ ასრულებენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას

14 იან 202013:20
3 წუთის საკითხავი
 
2tasdv94ojwe66j.jpg

„სამი სასამართლო ინსტანციის მოგებისა და ჩვენი 4 წლიანი ბრძოლის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საჯარო რეესტრი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს“, - ამის შესახებ კომპანია „კავკას რეესტრის“ დამფუძნებელმა და მისმა უფლებადამცველმა ისაუბრეს. მათი თქმით, 2015 წლის პირველ ოქტომბერს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ კონკურენტი ბიზნეს ჯგუფის თხოვნის საფუძველზე, „კავკას რეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორი შეცვალა. „კავკას რეესტრის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ პროცესებში თავად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია ჩართული და ის საკუთარ თავს უზენაეს სასამართლოზე მაღლა აყენებს.

„ამ კონკურენტებს გააჩნდათ აქციები და კრებაზე მოითხოვეს სამეთვალყურეო საბჭოს გადაყენება და თავიანთი წევრების არჩევა. კრებამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ეს პირები მიდიან საჯარო რეესტრში, წარადგენენ ყალბ დოკუმენტებს და საჯარო რეესტრი ურეგისტრირებს მათ. ისინი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებენ“, - აცხადებს ვახტანგ სვანაძე.

ვახტანგ სვანაძის ადვოკატის განცხადებით, თუკი საქართველოში ყველა რესურსი ამოიწურება, ისინი ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.


close დახურვა