ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სვანეთში, 20 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკვე მზად არის 340 ოთახი. მათივე ცნობით, სასტუმროებთან საკარანტინო ზონების მოსაწყობად კონტრაქტების გაფორმება მიმდინარეობს.
"ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ კარანტინი გაიარონ სვანეთში ან სხვა რეგიონში, ასევე შეუძლიათ დარჩნენ იმ განთავსების ობიექტში სადანაც იმყოფებიან მანამდე, სანამ დატოვებენ სვანეთს და გაივლიან კარანტინს.
მოქალაქეების საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმყოფებიან სვანეთში ორგანიზებულად, მეთვალყურეობის ქვეშ საკუთარი ტრანსპორტით შეძლებენ საკარანტინო სივრცემდე მისვლას.
მოქალაქეებს, რომლებიც სვანეთში იმ სასტუმროში იმყოფებიან, რომელიც უკვე საკარანტინო სივრცედ მოეწყო, დღეიდან 14 დღის განმავლობაში სახელმწიფო აანაზღაურებს მათი განთავსების და კვების ხარჯებს", - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მკაცრი რეგულაციები დაწესდა.
რა ტიპის რეგულაციებსა და შეზღუდვებზეა საუბარი, იხილეთ აქ.