სვანეთში, მდინარე ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს.
მანამდე, კვირას, კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს, ერთი მოზარდის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.
ავტოსაგზაო შემთხვევა 2 მაისს, სოფელ ნაკრასთან მოხდა. სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურშიც, რომელსაც მდინარე ნაკრა უერთდება. ორივე მდინარე ადიდებულია, რაც სკოლის მოსწავლეების ძებნას ართულებს.