სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილ ორ მოზარდს მეექვსე დღეა ეძებენ.
მაშველებმა ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი კვირას იპოვეს, ორი დაკარგულის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.
ავტოსაგზაო შემთხვევა 2 მაისს, სოფელ ნაკრასთან მოხდა. სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურშიც, რომელსაც მდინარე ნაკრა უერთდება. ორივე მდინარე ადიდებულია, რაც სკოლის მოსწავლეების ძებნას ართულებს.