ევროპარლამენტი საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებული ანგარიში წარადგინეს, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება.
ანგარიშში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე და ასევე ანგარისში შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო.
ევროდეპუტატმა სვენ მიქსერმა სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეწყალება პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, მისცემს, 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულება გააგრძელონ.
„ბოლო წლების შემაშფოთებელი ტენდენცია საქართველოში მზარდი პოლიტიკური პოლარიზება და ნდობის განადგურებაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს საარჩევნო წელს და აზიანებს იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია. როდესაც ანგარიშზე მუშაობა დავიწყე, მნიშნელოვანი მოვლენები მოხდა. დაიწყო პანდემია, მაგრამ როდესაც კარანტინის შემსუბუქება დაიწყო, კვლავ ყურადღების ცენტრში ბრუნდება რვა მარტის შეთანხმების შესრულება. პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გზას უკაფავს პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას.
"რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ვფიქრობ, პრეზიდენტის შეწყალება პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, მსიცემს, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულება გააგრძელონ. კორონავირუსის გამო დაკარგული დროის მიუხედავად, კვლავ შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება შეფერხების გარეშე განხორციელდეს“, - განაცხადა მიქსერმა.
საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის საბოლოო ტექსტი კი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.