logo
ENG



სი ძინპინი პრეზიდენტის რანგში ტიბეტში პირველად ჩავიდა

23 ივლ 202119:26
3 წუთის საკითხავი
clock 918
სი ძინპინი პრეზიდენტის რანგში ტიბეტში პირველად ჩავიდა
Reuters

სი ძინპინი პრეზიდენტის რანგში ტიბეტს პირველად ეწვია. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია ტიბეტში.

პრეზიდენტი რეიონში 21-23 ივლისს იმყოფებოდა, თუმცა მასთან დაკავშირებული დაძაბული ვითარების გამო, ვიზიტის შესახებ მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ბოლოს სი ძინპინი პროვინციაში 2011 წელს იყო, როცა კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ჩასვლილას პრეზიდენტს ადგილობრივები შეძახილებითა და ტაშით დახვდნენ.

სი ძინპინი პროვინციის ქალაქ ლჰასას ეწვია, სადაც რელიგიურ-კულტურული ობიექტები მოინახულა, კეტრძოდ, დალაი ლამას რეზიდენცია პოტალას სასახლე და ბუდისტური მონასტრები.

გასული საუკუნის 50-იან წლებში მაო ძედუნის ხელისუფლების მიერ ტიბეტის საკუთარ პროვინციად გამოცხადების შემდეგ, დალაი ლამა XIV ემიგრაციაში წავიდა და ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში დასახლდა. მასთან ერთად ემიგრაციაშია ტიბეტის მთავრობა, რომელსაც 2011 წლიდან ლობსანგ სენგე ხელმძღვანელობს. 

ტიბეტელების დიდი ნაწილი პეკინს მათი კულტურის განადგურებასა და რელიგიურ რეპრესიებში ადანაშაულებს. ჩინეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.

დასავლური ქვეყნები ხშირად აკრიტიკებ ჩინეთს ტიბეტში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. დროდადრო პროვინციაში საპროტესტო აქციები აქციები იმართება, მათ შორის როცა ბუდისტ ბერებს საკუთარი თავი დაუწვავთ. მასობრივი საპროტესტო ტალღა იყო 2008 წელს, თუმცა ჩინეთის ხელისუფლებამ ის ჯარის დახმარებით ჩაახშო. 


close დახურვა