logo
ENG



სი ძინპინმა და დმიტრი მედვედევმა უკრაინის საკითხი განიხილეს

21 დეკ 202214:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/drjfruxyflr7kes.png
Reuters

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი მოულოდნელი ვიზიტით პეკინში ჩავიდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შესახვედრად.

როგორც ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო "სინჰუა" იტყობინება, ჩინეთმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარე თავშეკავებას გამოიჩენს და პრობლემებს პოლიტიკური გზით მოაგვარებს.

"ჩვენ განვიხილეთ ორ მმართველ პარტიას შორის ურთიერთქმედების საკითხები - "ჩინეთის კომუნისტური პარტია" და "ერთიანი რუსეთი", განვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები ყველა სფეროში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკონომიკა, ინდუსტრიული თანამშრომლობა და მრავალი სხვა. განვიხილეთ საერთაშორისო საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის კონფლიქტი." - წერს მედვედევი Telegram-ზე.

უკრაინაში ომის 300 დღის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება არაერთხელ მოუწოდებდა მხარეებს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ.


close დახურვა