სიგარების აუქციონმა კუბას წელს რეკორდული შემოსავალი მოუტანა. გალასაღამო და ვაჭრობა ჰავანაში სიგარის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. აუქციონიდან მიღებულმა მოგებამ 4 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მთავარი მყიდველი კი საინვესტიციო ჯგუფი გახდა ჰონგ-კონგიდან. თანხა კუბის ჯანდაცვის სისტემის განვითარებას მოხმარდება.