logo
ENG



სიიარტო: EU რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებულად გაცემას შეაჩერებს

31 აგვ 202217:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/31/ht4pttczh057y8u.jpg

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამბობს, რომ ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას აჩერებს, თუმცა ვიზების გაცემის სრულად აკრძალვაზე უარს ამბობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სიიარტოს თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად აკრძალვაზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს. მისივე თქმით, მან თავადაც არ დაუჭირა მხარი აღნიშნულ საკითხს.

რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება 2007 წელს ამოქმედდა.

პრაღაში ორდღიანი არაფორმალური მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის ოფიციალური პირები უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაა.


close დახურვა