მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება ახლა ერთი კაცის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გიორგი არევაძეა ის მოსამართლე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საქმეს იხილავს. 9 დეკემბერს გიორგი არევაძემ პირველი სხდომა 5 დღით იმ მოტივით გადადო, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების გასაცნობად დრო სჭირდება. მომდევნო სხდომა 14 დეკემბერს დაინიშნა. 14 დეკემბერს, დილის 10 საათზე, საქალაქო სასამართლოს ეზოში - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაც იგეგმება. მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წევრები და მთელი საზოგადოება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გამოჩენას ელოდება, რომელსაც ქართული ოცნება უკვე 7 თვეა არ გვაჩვენებს.