logo
ENG



სიკვდილით დასჯა, წამება, არაადამიანური მოპყრობა კიევსა და ჩერნიჰვიში - HRW-ის ანგარიში

18 მაი 202212:03
3 წუთის საკითხავი
clock 1312
2022/05/18/0pp7acnagoluvud.jpg
20 აპრილი, 2022 - იაჰიდნე: კარი კალენდრით იმ სკოლის სარდაფში, სადაც 350 უკრაინელი მძევლად ჰყავდათ. კარის მარჯვენა მხარეს 10 დაღუპულის სია და გარდაცვალების თარიღებია. მარცხნივ კი იმ 7 ადამიანის სია, ვინც დახვრიტეს ან „გაუჩინარდა“
Human Rights Watch

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა კიევისა და ჩერნიჰივის რეგიონებში რუსეთის ჯარის მიერ უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები აღრიცხა.

მათი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ეს დანაშაულები თებერვალსა და მარტში ჩაიდინეს - იმ პერიოდში, როცა ამ რეგიონებს აკონტროლებდნენ.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ 65 ადამიანთან ჰქონდათ ინტერვიუ, მათ შორის მსხვერპლთა ოჯახებთან და იმ ადამიანებთან, ვინც რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს და აწამებდნენ.

Human Right Watch-ის წარმომადგენლები კიევისა და ჩერნიჰივის რეგიონებში  17 უკრაინულ სოფელსა და ქალაქს ესტუმრნენ და გამოიძიეს 22 უსაფუძვლო ბრალდების ნიადაგზე მიზანმიმართული სიკვდილით დასჯა, 9 სხვა უსამართლო მკვლელობა, 6 შესაძლო იძულებითი გაუჩინარება და 7 წამების შემთხვევა. 21-მა მოქალაქემ აღწერა უკანონო პატიმრობა არაადამიანურ და შეურაცხმყოფელ პირობებში.

„რუსულ ძალების მხრიდან მრავალი სისასტიკე უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით ომის ადრეულ ეტაპზე არის საშინელი, უსამართლო და ბოროტული. მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ეს ფაქტები არის აშკარა ომის დანაშაულები, რაც სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული და შესაბამისად დასჯილი“, - განაცხადა გიორგი გოგიამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.

უსაფუძვლო ბრალდების ნიადაგზე მოკლული 22 ახალი შემთხვევიდან კიევის რეგიონში ერთ-ერთ შემთხვევაზე დაღუპულის დედამ ანასტასია ანდრიივნამ ისაუბრა. მისი თქმით, ის სახლში იყო, როცა 19 მარტს რუსმა სამხედროებმა მისი შვილი 45 წლის იგორი მისი სამხედრო ქურთუკის აღმოჩენის შემდეგ დააკავეს. 31 მარტს კი რუსული ძალების რეგიონიდან გასვლის შემდეგ ანასტასია ანდრიივნამ საკუთარი შვილის სხეული სახლიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, საწყობში იპოვა.

ის მოქალაქეები, რომლებიც რუსების ტყვეობაში იყვნენ ორგანიზაციასთან ინტერვიუში საუბრობენ რომ დღეებისა და კვირების განმავლობაში სიბინძურეში და გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლის სარდაფი, მინის მწარმოებელი ქარხანა და თხრილი იმ ოთახში, სადაც გამათბობლის ქვაბია მოთავსებული.

მათ ტყვეობისას მცირე მოცულობით ან საერთოდ არ ჰქონდათ საკვები და სასმელი წყალი და არ ჰქონდათ საპირფარეშოებზე წვდომა.

იაჰიდნეში რუსულ ძალებს სკოლის სარდაფში 350 მოქალაქე ტყვედ 28 დღის განმავლობაში ჰყავდათ აყვანილი, მათ შორის მინიმუმ 70 ბავშვი, 5 კი ჩვილი იყო. უკრაინის მოქალაქეებს აკრძალული ჰქონდათ ოთახის დატოვება და იქ არ იყო საკმარისი სივრცე დაწოლისთვის. ადამიანებს ტუალეტის ნაცვლად სათლის გამოყენება უწევდათ. 

„დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ყველა საშინლად ახველებდა. თითქმის ყველა ბავშვს ჰქონდა მაღალი სიცხე და სპაზმები ხველისგან და პირღებინება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ამ პერიოდში სკოლის სარდაფში 10 ხანდაზმული დაიღუპა. მათი ცხედრები დაკრძალვამდე დღეების განმავლობაში იმ ოთახში მოათავსეს, სადაც სათბობი ქვაბია განთავსებული.

Human Rights Watch-მა აღრიცხა წამების 7 შემთხვევა, როცა რუსმა სამხედროებმა ტყვეებს სცემეს, ელექტროშოკი გამოიყენეს და მოჩვენებითი საჯარო მკვლელობები მოაწყეს, მათგან ინფორმაცია გამოძალვის მიზნით.

"მათ თავზე იარაღი მომადეს, დატენეს და მე 3 გასროლის ხმა გავიგე. მე მესმოდა როგორ ცვიოდა ტყვიების გარსი მიწაზე და ვიფიქრე, რომ ეს დასასრული იყო ჩემთვის", - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

Human Rights Watch-მა აღრიცხა 9 შემთხვევა, რომელშიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ესროლეს და მოკლეს მოქალაქეები, როცა არ ჰქონდათ მკაფიო სამხედრო გამართლება. მაგალითად, 14 მარტის საღამოს, რუსულმა კოლონამ სოფელ მოხნატინში, ჩერნიჰივის ჩრდილო-დასავლეთით ჩაიარა. რუსმა სამხედროებმა გზად 17 წლის ტყუპ ძმებსა და მათ 18 წლის მეგობარს ესროლეს.

ყველა გამოკითხულმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ დაღუპულები და ნაწამები უკრაინელები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, ვისაც შეტაკებებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩადენილი დანაშაულებიდან მხოლოდ 2 შეეხებოდა ადგილობრივი ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფის წევრებს. ისინი რუსმა სამხედრობმა აწამეს.

„მზარდად ნათელი ხდება, რომ უკრაინელმა მოქალაქეებმა რუსული ძალებმა ოკუპირებულ ადგილებში საშინელი განსაცდელის გადატანა მოუწიათ. სამართალი შესაძლოა სწრაფად არ დადგეს, თუმცა ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვინც ტანჯვა გამოიარა სამართლიანობის აღდგენას მალე იხილავს“, - აცხადებს გოგია.

Human Rights Watch-მა ამ დრომდე უკრაინის ქალაქებში, მაშ შორის ბუჩაშიც რუსეთის დანაშაულების შესახებ უკვე 10 ანგარიში გამოაქვეყნა.


close დახურვა