თბილისის მერიასთან მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და იმ ნიჰილიზმს აპროტესტებენ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დათესა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებები გადადოს ან გააუქმოს.
აქციის წევრები გარდაცვლილი ლუკას ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და უნდათ, რომ პროტესტი მთელ საქართვლოს გადაედოს.