logo
ENG



სიკვდილით სავსე ქვეყანა - შაბათის ფორმულა

15 ოქტ 202220:53
3 წუთის საკითხავი
 

სიკვდილის ქვეყანა - უკვე მერამდენედ, უდანაშაულო ადამიანების, უდანაშაულო ბავშვების დაღუპვას ვგლოვობთ; სიცოცხლით სავსე ქალაქი - სლოგანი, რომელიც კახი კალაძემ საარჩევნოდ შეარჩია, უკვე დიდი ხანია ტრაგედიებმა და გლოვის დღეებმა შეცვალა. ჯერ კიდევ 13 ივნისიდან დაწყებული, ხელისუფლებას ბევრჯერ შეეძლო, თუნდაც ოდნავ მეტი პასუხისმგებლობით და დროული რეაგირებით, ადამიანური ტრაგედიების თავიდან აცილება. წლების განმავლობაში, ისინი მშვიდად უყურებდნენ როგორ იღუპებოდნენ არასრულწლოვანები, მკვლელი ჩანჩქერის გამო, თბილის ზღვაზე და მხოლოდ, შვილმკვდარი მშობლების დიდი და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მოხერხდა იქ გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, სახელმწიფოს უპასუხისმგებლობას შეწირული ადამიანების ტრაგედიებს და მოვისმენთ მათი ოჯახის წევრებს.


close დახურვა