logo
ENG



სიმონიტე: აგვისტოს ომი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ მშვიდობა არასოდეს დამდგარა

08 აგვ 202212:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/08/xnk6g5bumqmsfjw.jpg
© DELFI / Domantas Pipas

ლიეტუვის პრემიერმინისტრიინგრიდა სიმონიტე Twitter-ზე აგვისტოს ომის შესახებ წერს და ამბობს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

"2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. 11-დღიანი ომი დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასოდეს დამდგარა, რადგან დაშოშმინება  მხოლოდ აგრესორის მადას აძლიერებს. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას, გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას."- წერს ლიეტუვის პრემიერმინისტრი. 


close დახურვა