ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ოკუპანტებმა ხარკივში ფსიქიატრიული საავადმყოფო მაშინ დაბომბეს, როცა პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობდა.
სინეგუბოვის თქმით, პირველადი ინფორმაციით დაიღუპა სამედიცინო პერსონალის 4 წევრი და დაშავდა 2 პაციენტი.
უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ხარკივის სოფელ სტრელეჩიეში მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფო გუშინ, პაციენტების ევაკუაციისას დაბომბეს.
„სოფელ სტრელეჩიეში, ხარკივის რეგიონში ექიმები ცდილობდნენ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ევაკუაციას. სამედიცინო მუშაკებმა ბომბების ქვეშ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სცადეს პაციენტების გადარჩენა. მათ შეძლეს 30 პაციენტის ევაკუაცია, ჯამში 600-ზე მეტი ადამიანია დაწესებულებაში. ევაკუაციისას რუსებმა დაიწყეს მასობრივი დაბომბვა“ - აცხადებს სინეგუბოვი.