logo
ENG



სინოდის სკანდალური სხდომიდან 10 დღე გავიდა

10 ნოე 201920:22
3 წუთის საკითხავი
 
u35wzqq0qmi7osj.png

სინოდის სკანდალური სხდომიდან 10 დღე გავიდა, შექმნილ ვითარებაზე კი სინოდი და საპატრიარქო ისევ დუმს. 

მეუფე გრიგოლის განმარტებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ თვალწინ განვითარდა პროცესი, რაც თავისი არსით არის უმძიმესი და ურთულესი. მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები, რამაც არავინ დატოვა გულგრილი. 

ფოთელი ეპისკოპოსი მრევლს ამბიონიდან მოუწოდებს, ემოციური განცხადებები არ გააკეთონ. ის მიმდინარე პროცესებს საერთო სახალხო სასამართლოს ადარებს, რომელში მონაწილეობაც არ სურს. 

მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს პატრიარქის საკვირაო ქადაგებას მხოლოდ 5 ეპისკოპოსი ესწრებოდა. სასულიერო პირების ნაწილი კი ჭყონდიდში, ეპარქიის ახალი მმართველის მხარდასაჭერად ჩავიდა. მიტროპოლიტებმა სტეფანემ და დამიანემ ამბიონიდან ჭყონდიდის ყოფილი მმართველი და მასთან ერთად წასული მრევლი გააკრიტიკეს. სასულიერო პირების ინფორმაციით, ილია მეორეს მეუფე პეტრე ცაავას ეკლესიიდან სრული განკვეთა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადაიფიქრა. 


close დახურვა