logo
ENG



სინოდის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება-საპატრიარქოს პრესმდივანი

29 ოქტ 201907:46
3 წუთის საკითხავი
 

როდის დაინტერესდება სინოდი მეუფე იაკობის მიერ უმაღლესი საერო და სასულიერო პირების მიმართ გამოთქმული უმძიმესი ბრალდებებით - "ფორმულა" საპატრიარქოს პრესმდივანს დაუკავშირდა. ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სინოდის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. 

"წლის ბოლომდე ალბათ, უნდა ველოდოთ, ეს უპირველესად არის შიდასაეკლესიო პრობლემა და შიდასაეკლესიო საკითხი. ყველას თავისი ვერსია აქვს, მაგრამ გადაწყვეტილება აქ იქნება სინოდის დონეზე მიღებული,"-აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობმა მოყვა, თუ როგორ იგეგმებოდა პრემიერის კაბინეტში პატრიარქის ჩამოშორება. მეუფეს თქმით, გეგმა ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის დავალებით იმართებოდა და მას კვირიკაშვილი, გახარია, გომელაური და რამდენიმე მეუფე ესწრებოდა. ამის შემდეგ იაკობმა ქორეპისკოპოსის წოდებაზე უარი თქვა.


close დახურვა