სინოდში აზრთა სხვადასხვაობაა. საპატრიარქო სხდომამდე ერთი დღით ადრე აღიარებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, სასულიერო პირთა შორისაც განსხვავებული მოსაზრებებია. სინოდის სხდომა ხვალ არის დაგეგმილი.
სოციალურ ქსელებში მღვდელმთავრების ნაწილი კი წერს, რომ ზიარების წესის შეცვლა საჭიროა, სწორედ ასეთ სასულიერო პირებს დღეს საპატრიარქომ მოუწოდა, რომ სინოდის სხდომის გამართვამდე განსხვავებული აზრის გამოხატვისგან თავი შეიკავონ. მსოფლიო საპატრიარქოს ბოლო გადაწყვეტილებით კი მარტის ბოლომდე ყველა რელიგიური მსახურების და წესის შესრულება შეწყვეტილია.