logo
ENG



სინოვაკზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაცია კი 24 მაისს

19 მაი 202112:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/19/6ycft2ycx8ic1ac.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ​ჩინურ სინოვაკზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაცია კი 24 მაისს. 

როგორც გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედს განუცხადა, სინოვაკით აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.

მანვე აღნიშნა, რომ ინდონეზიის კვლევებით, ამ ვაქცინის ეფექტურობა 90%-მდეა. 

"საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება მისი რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით. ეს განსაზღვრულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის. 

ამ ვაქცინის ეფექტურობა ინდონეზიის კვლევებით ადის 90%-მდე. ჯანმო-ს არ დაველოდებით, რადგან უკვე პირველი ჩინური ვაქცინა, პირველი დოზები თითქმის ამოწურულია. მოთხოვნილება დიდია საკმაოდ ქვეყანაში, უკვე იზრდება ვაქცინაციის მიმართ და არ არის სასურველი, რომ შევაჩეროთ ახლა", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. საქართველოში ის 30 აპრილს შემოვიდა.

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. 

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, რომლით აცრაც 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია.

19 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღე-ღამის განმავლობაში 3 819 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 97 153 ადამიანია აცრილი


close დახურვა