logo
ENG



სინოფარმის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 20 მაისიდან დაიწყება

19 მაი 202114:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/19/7y6ayf1wz6pll8f.jpg

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, სინოფარმის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 20 მაისს, 12:00 საათიდან დაიწყება. რეგისტრაციას შეძლებენ პირები, რომელთა პირველი დოზის მიღებიდან 22-28 დღე გავიდა.

NCDC-ის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება მოქალაქეები თავად აირჩევენ. აცრისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ან ნომერზე 1522.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის სულ 97 153 აცრაა ჩატარებული, მათგან 15 513 ორი დოზითაა აცრილი.


close დახურვა