logo
ENG



სიორიძის თქმით, ოცნებამ ვეტოს დაძლევით ქვეყნის დემოკრატიზაციაში ერთი ნაბიჯი უკან გადადგა

19 მარ 202420:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/19/u735ffchn8h5mdp.jpg

პარტია ლელოს წევრისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოადგილის, გიორგი სიორიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ვეტოს დაძლევით ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.

"დღეს ქართულმა ოცნებამ ვეტოს დაძლევით საქართველოს ევროკავშირისკენ გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან მეოთხე უკან გადადგა. ეს ნაბიჯი ეხებოდა საარჩევნო რეფორმას. საკითხის წარმოჩენას ისე ცდილობდნენ, თითქოს, მთავარი პრობლემა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის არსებობა იყო, ხოლო მთავარ პრობლემად იმას წარმოაჩენდნენ, რომ მე ვასრულებდი ამ საქმიანობას.

ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ვისმენთ სრულიად აბსურდულ შეთქმულების თეორიებს. მე ვრჩები საარჩევნო ადმინისტრაციაში და ვიქნები იმდენად კრიტიკული, იმდენად ხმამაღალი, რამდენადაც ეს სჭირდება სამართლიანობას", - ამბობს სიორიძე.

დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებზე, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.


close დახურვა