20 ადამიანი დაიღუპა სირიაში ავიაიერიშის შედეგად, დაღუპულთა შორის 8 ბავშვია. სარაკეტო იერიში იდლიბის პროვინციის ხუთ დასახლებულ პუნქტზე სირიის არმიამ განახორციელა. იდლიბს ამ დრომდე ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ.
სექტემბრის შემდეგ პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს. ამის შესახებ მოლაპარაკება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შედგა.