სირიის ჩრდილოეთ რეგიონში სამხედრო ოპერაციას თურქეთის მხრიდან პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ანკარა ადასტურებს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.16-მდე გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. თურქეთის არმიის ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან მათ 350-მდე ქურთი მებრძოლის განადგურება შეძელეს.
ნატოს გენერალური მდივანი ანკარას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. სტამბოლში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეტევამ შესაძლოა სირიაში „ისლამური სახელმწიოფს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებს, საფრთხე შეუქმნას.