სირიაში თურქი და რუსი სამხედროების ერთობლივი პატრულირება ჩაიშალა.
სამხედროები იძულებული გახდნენ დეესკალაციის ზონაში მსვლელობის მარშრუტი შეემცირებინათ. მიზეზი ამბოხებულებისა და ადგილობრივების მიერ გზის გადაკეტვა გახდა. ისინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აპროტესტებდნენ.
შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 5 მარტს დაიდო. სწორედ მისი ერთ-ერთი პირობაა დეესკალაციის ზონაში ერთობლივი პატრულირება ყველა მხარისთვის უსაფრთხო კორიდორის შესაქმნელად.