logo
ENG



სირიაში რუსეთის ავიაიერიშებს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა

22 იან 202009:22
3 წუთის საკითხავი
 
gahc7sukqwpoifh.jpg

სირიის ჩრდილო-დასავლეთით რუსეთის ავიაიერიშებს, სულ მცირე, 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ადგილობრივებისა და მაშველების განმარტებით, შექმნილი ვითარების გამო ათი ათასობით ადამიანი თურქეთის საზღვრისკენ დაიძრა.

ავიაიერიშებს ემსხვერპლა ერთი ოჯახის 8 წევრი, მათ შორის 6 მცირეწლოვანია.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის მთავრობა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ მხოლოდ ჯიჰადისტებს ებრძვის. 


close დახურვა