სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქებზე რუსულმა ავიაციამ საჰაერო დარტყმები განაახლა. დაღუპულია 20-მდე და დაშავებულია ათობით ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვებიც.
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ ავიადარტყმების შედეგად დაზარალებულები თეთრჩაფხუტიანებს ნანგრევებიდან. რამდენიმე დღის წინ თურქეთთან გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ეს რუსეთის ავიაციის მიერ იდლიბში განხორციელებული პირველი ავიაიერიშია.