სირიის საზღვართან თურქმა და რუსმა სამხედროებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი რუსული და თურქული სამხედრო მოსამსახურეების პატრულირებისას ქობანში მოხდა. არიან დაშავებულები. სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენებს დიდი ბრიტანეთიდან აკვირდება, ირწმუნება, რომ მომხდარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ეს ანგარიშში არ არის დამოწმებული. „როიტერსის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქეები მძიმე ტექნიკას ბლაგვ საგნებს ესვრიან. თვითმხილველები დაღუპულების შესახებ არ საუბრობენ. მათი განმარტებით, შემთხვევის ადგილზე სამი ადამიანი დაიჭრა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სამხედროებმა დამიზნებით სროლამდე მათ დასაშლელად ჰაერში საკონტროლო გასროლა განახორციელეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზიც გამოიყენეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერორისტების მხრიდან პროვოცირების მიუხედავად პატრულირებამ მოქალაქეებისა და სამხედროების უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაიარა.
სირიის საზღვართან თურქმა და რუსმა სამხედროებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს
13 ნოე 201908:49
3 წუთის საკითხავი