ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეთანხმების შემდეგ სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში რუსეთის სამხედრო პოლიცია გამოჩნდა. კოლონა, რომელზეც რუსული დროშები იყო აღმართული, სტრატეგიული მნიშვნელობის სამ ქალაქში შევიდა. რუსული ძალები ქურთ მებრძოლებს სასაზღვრო რეგიონების დატოვებაში უნდა დაეხმარონ.
სირიასთან დაკავშირებით 10-თ პუნქტიანი მემორანდუმი ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სოჭში 6-ს საათიანი მოლაპარაკების შედეგად გააფორმეს. შეთანხმება სირია-თურქეთის საზღვარზე რუსეთისა და თურქეთის ძალების ერთობლივ პატრულირებას ითვალისწინებს, ქურთ მებრძოლებს კი ტერიტორიის დასატოვებლად 150 საათი აქვთ.