საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, სირიის ხელისუფლება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ გეგმავს. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, არმია ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შეტევას ქვეყნის სრულ გათავისუფლებამდე გააგრძელებს.
გაეროს მონაცემებით, ბოლო იდლიბის პროვინციაში გააქტიურებულ საჰაერო და სახმელეთო იერიშების შედეგად, საცხოვრებელი სახლების დატოვება 900 000-ზე მეტ ადგილობრივს მოუწია. დევნილების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. გაერო მხარეებს სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესებიკენ მოუწოდებს.