სირიის ხელისუფლების მხარდამჭერები ალეპოში გამარჯვებას ზეიმობენ. ასადის არმიამ კონტროლი დაამყარა ქალაქზე, რომელიც წლების განმავლობაში ოპოზიციის მებრძოლთა ხელში იყო. ალეპოს აღებას წინ უძღოდა რუსეთის საჰაერო ძალების მასშტაბური ავიაიერიშები. დაბომბვების შემდეგ სამთავრობო ძალებმა დამასკოსა და ალეპოს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაიკავეს და ქალაქშიც შევიდნენ.
ალეპოს გარდა სირიის სამთავრობო ძალები მეორე პროვინციის იდლიბის ასაღებადაც იბრძვის. თუმცა ის დეესკალაციის ზონადაა გამოცხადებული და თურქეთის ქვედანაყოფებია დისლოცირებული. ოფიციალური ანკარა რუსეთს მოუწოდებს აიძულოს ასადის არმია იდლიბში სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს.