logo
ENG



სირსკი: ბახმუტში აქტიური საომარი მოქმედებებია, მტერი ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობს

03 ივლ 202317:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/03/i4i9zcmr0nm8s67.jpg

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მტერი კი ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

"ბახმუტის მიმართულება კვლავ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად იქცა. ახლა იქ საკმაოდ მძიმე ბრძოლებია, ორივე მხარე ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რათა ვითარება მათ სასარგებლოდ შემობრუნდეს.

მტერი იმ პოზიციებისა და სიმაგრეების დაკავებას ცდილობს, რომლებიც ოდესღაც ვაგნერელებს ეკავათ. მტერი აქტიურად იყენებს ნაღმტყორცნებს, მძიმე ტყვიამფრქვევებსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს", - ამბობს სირსკი.

მანამდე, 29 ივნისს, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევს.


close დახურვა