logo
ENG



სირსკი: მხოლოდ ცვლილებები მოგვცემს საშუალებას, გამარჯვების გზაზე წარმატებას მივაღწიოთ

09 თებ 202416:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/dwlxkq8bj86jqq3.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ მხოლოდ ცვლილებები და ბრძოლის მეთოდების გაუმჯობესება მისცემს უკრაინელებს საშუალებას, გამარჯვების გზაზე წარმატებას მიაღწიონ.

"მხოლოდ ცვლილებები და ბრძოლის საშუალებების, მეთოდების გაუმჯობესება მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ წარმატებას გამარჯვების გზაზე. დღის წესრიგში ახალი ამოცანებია დასახული.

პირველ რიგში, ეს არის სამხედრო-სამეთაურო ორგანოების, ფორმირებების, შენაერთებისა და ქვედანაყოფების მოქმედებების მკაფიო და დეტალური დაგეგმვა, ფრონტის საჭირობების გათვალისწინებით", - თქვა სირსკიმ.

ამასთან, სირსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის მთავარი ღირებულება ჯარისკაცების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი დანიშნა.

მანამდე, უკრაინულ და საერთაშორისო მედიაში წერდნენ, რომ ვალერი ზალუჟნის შეცვლა იგეგმებოდა. თებერვლის დასაწყისში კი წერდნენ, რომ ზალუჟნის შეცვლის გეგმის შესახებ უკრაინის ხელისუფლებამ თეთრ სახლს შეატყობინა. 


close დახურვა