logo
ENG



სირსკი: უკრაინული ჯარები კურსკის ოლქში დამატებით 1-3 კილომეტრით დაწინაურდნენ

16 აგვ 202421:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/16/jz6796sxsx799ty.jpeg

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს აცნობა, რომ კურსკის ოლქში ჯარები დამატებით 1-3 კილომეტრით დაწინაურდნენ.

"ჯარები მოწინააღმდეგის მხარეს გარკვეულ მიმართულებით 1-დან 3-კილომეტრამდე დაწინაურდნენ. ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ბრძოლები მიმდინარეობს. საერთო ჯამში, სიტუაცია კონტროლირებადია", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, უკრაინის დარტყმის შედეგად კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე ხიდი აფეთქდა. ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მრჩეველმა, რომან ალეხინმა გაავრცეკა.

როგორც რუსული მედიები წერენ, ხიდის აფეთქების შედეგად 20-მდე დასახლებული პუნქტია მოწყვეტილია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ რაიონში სეიმის ხიდი რუსული არმიის მომარაგების მთავარი პუნქტი იყო.


close დახურვა