მოძრაობა სირცხვილია მოქალაქეებს სთავაზობს, რომ 3 ივლისს, აქციის ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარონ. მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
"იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება.
პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა", - აღნიშნავენ სირცხვილიაში.
24 ივნისის აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპაში მთავრობას მოთხოვნები წაუყენა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ახალი მთავრობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე.