logo
ENG



სირცხვილია: პოლიცია პარლამენტის წინ აქციისთვის სცენის დადგმას არ გვანებებს

03 აპრ 202110:57
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა სირცხვილია განცხადებას ავრცელებს - სამოქალაქო აქტივისტების თქმით, პარლამენტის წინ მობილიზებული პოლიცია მათ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს.

„პარლამენტის წინ შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არ გვაძლევენ სცენის დადგმის საშუალებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქტივისტები და პოლიტიკური გაერთიანებები დღეს, 17:00 საათიდან აქცია-მსვლელობებს აწყობენ. ისინი კომენდანტის საათის დემონსტრაციულად დარღვევას აპირებენ.

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით დაუმორჩილებლობის წვეულება გაიმართება ბათუმშიც.

 


close დახურვა