მოძრაობა სირცხვილია, იმ პოლიციელების ფოტოებს ასაჯაროებს, რომლებმაც აქტივისტ გიორგი მჟავანაძეზე გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს.
"ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც 18 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე: დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია", - წერია სირცხვილიას განცხადებაში.