მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადება მანიპულაციურია.
სირცხვილიას განცხადებაში განმარტებულია, რომ "კანონპროექტის "გაწვევის" პროცედურა არ არსებობს და საჭიროა, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე გაატარონ და ჩააგდონ".
"ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადება მანიპულაციურია! კანონპროექტის "გაწვევის" პროცედურა არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ და ჩააგდონ. ვიდრე ამას არ იზამენ, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, კანონპროექტი აქტიურია. ქართული ოცნების მრავალჯერ დარღვეული პირობები და გატეხილი სიტყვა გვკადრულობს, რომ მათი ნდობა არ შეიძლება... ქართული ოცნება ხალხის მოტყუებას ცდილობს. გააგებინეთ ყველას და მტკიცედ ვიაროთ შინ ევროპისკენ", - აღნიშნულია სირცხვილიას განცხადებაში.
ქართული ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ რუსულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გაიწვევს.
მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაა საუბარი კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე, რომელსაც ე.წ. ამერიკულ ვარიანტს უწოდებდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები არ ჩატარდება. დღეს პარლამენტის აპარტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება".