logo
ENG



სირცხვილის კორიდორების ფონზე მმართველი პარტია უმრავლესობის სხდომას ატარებს

05 თებ 202011:22
3 წუთის საკითხავი
 

„ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის საგანგებო სხდომა დანიშნა. ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა შემოთავაზების გადახედვა და ოპოზიციისთვის ახალი შეთავაზების გაკეთება - მმართველი გუნდი პასუხობს, რომ მსგავსი გეგმები მათ არ აქვთ და შეთავაზებული სისტემა 100-50-ზე არ გადაიხედება. 

„მთავარი თემა არ არის რაიმეს გადახედვა - ჩვენ კომპრომისული შეთავაზება გაკეთებული გვაქვს და ამაზე საუბარი აღარ იქნება. ოპოზიცია თუ რაიმე ახალს იტყვის, კიდევ შევიკრიბებით, ნაციონალური მოძრაობის წინაშე არაფერი გვაქვს საპასუხო",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დავით მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციას არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია და ამიტომაც დგას ქუჩაში, მმართველ პარტიას კი აქვს ვალდებულებები და ამიტომაც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა ყველა სამთავრობო ორგანოში.

„ჩვენი საქმეა კანონების მიღება, ოპოზიციას ეს პასუხისმგებლობა არ აქვთ და ძალიან სამწუხაროა. საარჩევნო სისტემაზე ვერ იქნება საუბარი, რადგან არ გვაქვს მათი პასუხი“, - ამბობს დავით მათიკაშვილი.

უმრავლესობის კიდევე რთი წევრი გურამ მაჭარაშვილი კი, პარლამენტში შესვლი კი ამბობს, რომ ის საკნონსმდებლო ორგანოში ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შევიდა, რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, მაჭარაშვილის თქმით, მმართველი ძალა არაფრის გადახედვას არ აპირებს.

„არანაირი პიკეტირება არ იყო, ძალიან ჩვეულებრივად შემოვედი. სისტემაზე ვერ იქნება საუბარი, რადგან ველოდებით ოპოზიციისგან პასუხს. შეხვედრამდე ეს არის ბოლო ვარიანტი", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

 

 


close დახურვა