logo
ENG



სისასტიკის სიმბოლო - შაბათის ფორმულა

24 დეკ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 

რუსი გენერალი ვიაჩისლავ ბორისოვი - ეს სახელი და გვარი, საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველამ იცოდა. რუსული აგრესიის და სისასტიკის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც კრემლის დავალებებს საქართველოს ტერიტორიაზე ასრულებდა, ჰააგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, გენერალი ბორისოვი, რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება. ბორისოვის გარდაცვალება, ნიშნავს იმასაც, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ჯაჭვი, სწორედ რუს გენერალზე ჩერდება და პასუხისმგებლობას თავიდან აირიდებენ დანაშაულებრივი ბრძანების გამცემები, მათ შორის, კრემლის იმდროინდელი პირველი პირი, დიმიტრი მედვედევი. გენერალ ბორისოვის სიკვდილის არაერთი ვერსია, რომელიც ბოლო წლებში გავრცელდა, შაბათის ფორმულამ მას შემდეგ გადაამოწმა, რაც აგვისტოს ომის მთავარმა თვითმხილველმა, მამუკა ყურაშვილმა, კვირის ფორმულას ეთერში, სკანდალური განცხადება გააკეტა და თქვა, რომ ბორისოვი ცოცხალია და ის, სწორედ რუსეთის პირველი პირების ანუ, ომის მთავარი დამნაშავეების გადასარჩენად, მკვდრად გამოაცხადეს.


close დახურვა