logo
ENG



სისულელეა. აბსურდულია - ზარდიაშვილი ბრალდებული ირემაშვილის განცხადებაზე

11 ნოე 201917:15
3 წუთის საკითხავი
 
ue4a4g6m21pibgx.png

ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირემაშვილმა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემაზე მინიშნება დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მისამართით გააკეთა. ის აცხადებს, რომ კადრები ნახა, თუმცა არ გაუვრცელებია, ნამდვილი დამნაშავე კი სხვაა. დღეს საქალაქო სასამართლოში კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული მოქალაქეების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ამ მინიშნებაზე შეფასება გააკეთა თავად ვანო ზარდიაშვილმაც. ზარდიაშვილის თქმით მისი სახელის დაკავშირება უკანონო ფარული კადრების გავრცელებასთან არის აბსურდი. მისივე თქმით, მის სახელს ხშირად იყენებენ პოლიტიკურ სპეკულაციად.

"სისულელეა. აბსურდულია. მე წავედი პოლიტიკიდან და შესაბამისად აღარც კომენტარს ვაკეთებ, მით უმეტეს სასამართლოზე. ვისვენებ, ვარ სამოქალაქო პირი. ბევრი ლეგენდა მომისმენია და ზოგს აწყობს ჩემი სახელის ხსენება რაღაცასთან მიმართებაში და არაა რთული მიხვდე საიდან მოდის ეს ნარატივი",- აცხადებს ზარდიაშვილი.


close დახურვა