logo
ENG



სისხლიანი 22 წელი - დროება

27 მარ 202220:51
3 წუთის საკითხავი
 

26 მარტს ზუსტად 22 წელი შეუსრულდა პუტინის სისხლიან მმართველობას. 22 წელია პუტინის რეჟიმი კლავს და ანადგურებს ყველაფერს, რაც მის ერთპიროვნულ ავტორიტარიზმს ხელს უშლის. ზუსტად 22 წელია კრემლი არა ერთი მოკლული ოპოზიციონერის, დახვრეტილი ჟურნალისტის, ათიათასობით განადგურებული მშვიდობიანი ჩეჩენის, ბესლანის სკოლაში დახოცილი ბავშვების, კინო-თეატრ ნორდ ოსტში მომწამლავი გაზით გაგუდული საკუთარი თანამოქალაქეების, მოსკოვის შუაგულში მისივე მოწყობილ და შემდეგ ჩეჩნებზე გადაბრალებული კორპუსის აფეთქების შედეგად განადგურებული ადამიანების გვამებზე დგას. 


close დახურვა