logo
ENG



სისხლიანი გარჩევის სერიები ოზურგეთში

13 სექ 202219:58
3 წუთის საკითხავი
 

უკავშირდება თუ არა ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა და მკვლელობაში ბრალდებულის ბიძის დაზიანებები ქურდულ გარჩევებს. 22 წლის გიგი როყვას მკვლელს ამ დრომდე ეძებენ, დანაშაულიდან მეორე დღეს კი ბრალდებულის ბიძა დაჭრილი იპოვეს. დემურ გოგოტიშვილს ათეულობით ჭრილობა ბასრი საგნით საკუთარ სახლში მიაყენეს. შურისძიება და ვენდეტა პირველი ვერსიაა, რომელიც მოგვიანებით დაჭრილის ოჯახმა უარყო. ახლა კი ნათესავები ირწმუნებიან, რომ გოგოტიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა.

 


close დახურვა