logo
ENG



სისხლიანი დაპირისპირებისას დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია

06 ოქტ 201920:17
3 წუთის საკითხავი
 
yy3rttolyn77lsm.jpeg

ლისის ტბასთან სასტიკად გაუსწორდნენ და სხვადასხვა ტიპის იარაღიდან მძიმედ დაჭრეს 41 წლის გოჩა ვეფხვაძე. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჰყავს თუ არა დაკავებულები ინცინდენტს, ამაზე ინფორმაციას სამართალდამცველები არ ავრცელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი გახმაურებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც სოსო ჯოხაძის მკვლელობით დაიწყო. ორი დაჯგუფების დაპირისპირება წლებია გრძელდება. 

გოჩა ვეფხვაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს და დატოვეს. დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში. შარტავას ქუჩაზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. "ფორმულანიუსის" ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც დაჭრილი ვეფხვაძე სახლთან დატოვეს, მას არ ეკუთვნის.

ოჯახის წევრები მომხდარის მიზეზებსა და სავარაუდო დამნაშავეების შესახებ არ საუბრობენ. ასევე უცნობია, ჰყავს თუ არა ინციდენტს თვითმხილველები. ლისის ტბასთან მდებარე სამშენებლო ობიექტის წარმომადგენლები გვიდასტურებენ, რომ ჩანაწერები უკვე ამოღებულია.
 
ეს გოჩა ვეფხვაძის დაჭრის პირველი შემთხვევა არ არის. მას თავს 2015 წელსაც დაესხნენ. 

close დახურვა