logo
ENG



სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე გამოძიებას იწყებს

01 მარ 202201:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/9xjrpmm75vuybno.jpg

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე გამოძიებას იწყებს.

პროკურორ კარიმ ჰანის განცხადებით, გამოძიების დასაწყებად გონივრული საფუძველი არსებობს.

"დავადასტურე, რომ არსებობს გონივრულ საფუძველი გამოძიების დასაწყებად. არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ უკრაინაში ჩადენილია როგორც სავარაუდო ომის დანაშაულები, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები", - აცხადებს პროკურორი.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა