logo
ENG



სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კახოვკის ჰესის აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

12 ივნ 202309:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/kywtu6sfvgmpfo1.png

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსების მიერ უკრაინაში, კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სასამართლოს წარმომადგენლებმა ხერსონის ოლქი უკვე მოინახულეს.

"კატასტროფის პირველივე დღეს პროკურორის ოფისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შესაბამისი განცხადება გააგზავნა, რათა კატასტროფის გამოძიება მომხდარიყო. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო სამართლის წარმომადგენლებმა თავის თვალით ნახეთ რუსული ტერაქტის შედეგები და მოისმინეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება. ისინი ცინიკურად აგრძელებენ დატბორილ ტერიტორიებზე თავდასხმას, ევაკუაციის დროსაც", - თქვა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა საერთაშორისო სასამართლოს მაქსიმალურად დაეხმარება და ხელს შეუწყობს საქმის გამოძიებაში.

"ყველა ჩვენი სამართალდამცავი უწყება და სხვა ინსტიტუტები მაქსიმალურად ჩართულები არიან ამ პროცესში. სრული წვდომა დაზიანებულ ტერიტორიებზე, წვდომა მოწმეებზე, სრულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე. ეს გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

***

6 ივნისს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე:


close დახურვა