logo
ENG



სიტი პარკი: მიმდინარე წლის იანვარში კომპანიასა და თბილისის მთავრობას შორის შეთანხმება შედგა

15 თებ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 
l5b26y2rk82d3qo.jpg

თბილისის მერიის მიერ კომპანია „სიტი პარკისთვის“ 4,3 მილიონი დოლარის გადახდის ფაქტს კომპანია „სიტი პარკი“ ეხმაურება.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში კომპანიასა და თბილისის მთავრობას შორის მოლაპარაკებები დასრულდა და შეთანხმება შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიამ უარი განაცხადა წამოწყებულ დავაზე. შეთანხმების ფარგლებში კომპანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან კომპენსაციის სახით მიიღო 4 300 000 დოლარი და კომპანიამ გადასცა სატრანსპორტო კომპანიას მის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივები, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ესაჭიროება პარკირების სისტემის შემდგომში სამართავად.

თბილისის მერიამ კომპანია „სიტი პარკთან“ ხელშეკრულება 2007 წელს გააფორმა, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა.

2018 წლის 10 აპრილს თბილისის მერიის ახალმა მენეჯერმა „სიტი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. „სიტი პარკმა“ სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში წამოიწყო.

 


close დახურვა