logo
ENG



სიტუაცია არის ძალიან ცუდი და უნდა დავეხმაროთ - ქართველი ემიგრანტები ხელისუფლებას მიმართავენ

06 აპრ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

საზღვარგარეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ისევ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოს საელჩოს მათთან შესაბამისი კომუნიკაცია არ აქვს. საქართველოს მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იქნება იმ რეისების ბილეთები, რომელიც მთავრობამ მიმდინარე თვეში დანიშნა. 

მათივე განცხადებით, არის პრობლემა სპეცრეისებთან დაკავშირებით, კერძოდ კი, ბილეთის შეძენას ვერ ახერხებენ და საიტზე ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება.

"7 აპრილს საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები აპირებდნენ სამშობლოში გამოფრენას. ისინი აპირებდნენ დღეს ბილეთის შეძენას, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, და პასუხს არც საელჩოში და არც კომპანიაში სცემენ. სიტუაცია არის ძალიან ცუდი და უნდა დავეხმაროთ", - ამბობენ საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები. 

საკითხს ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა, რომელმაც "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნა, რომ ფრენების განსახორციელებლად, კომპანიას მთავრობის ნებართვა სჭირდება. 

"შეგვიძლია ეს თანხა ჩავრიცხოთ სპეციალურ ფონდში, თუმცა ამისთვის ვითხოვთ მათ წერილობით დასტურს, გახარიას მხრიდან, კომპანია "სკაი აპის" მიმართ, რომ ისინი მართლა მზად არიან განახორციელონ ეს რეისები", - აცხადებს თინა ბოკუჩავა. 


close დახურვა